იქ სადაც დუმან პირამიდები !

თბილისის საწარმო

სისქე სმრაოდენობა ფენაში მ²რაოდენობა შეკვრაში მ²წონა 1მ² კგშეკვრის წონა კგ
60.829.841141121

ქობულეთის საწარმო

სისქე სმრაოდენობა ფენაში მ²რაოდენობა შეკვრაში მ²წონა 1მ² კგშეკვრის წონა კგ
60.8148.9541141254

 ჩვენი სავიზიტო ბარათი “ბათუმის ბულვარია” სადაც ლეგის ვიბროდაწნეხილი ფილა რომბით შექმნილია 3D ექსტერიერი. დღეს სწორედ ამ ფილის მახასიათებლებზე და დეტალებზე გვსურს ვისაუბროთ.
რა დროც არ უნდა იყოს ყოველთვის მოდაშია, ფილა რომბი. სწორედ ამ ფილით მარტივად იქმნება; ორიგინალური, ოპტიკური, 3D სამ განზომილებიანი ეფექტი, რომლის წყალობითაც გამოსახული ფიგურები გამოიყურება მოცულობითად. იმისთვის რომ მივიღოთ სამ განზომილებიანი ეფექტი ამ ფილას დამატებითი პროდუქციის ჩართვა არ სჭირდება, მხოლოდ ფერის ვარიაციების გამოყენებით, შეგიძლიათ მიაღწიოთ სივრცის საინტერესო და მოულოდნელ აღქმას.
სამგანზომილებიანი 3D ეფექტების პოტენციალი, რომ წარმოჩნდეს კარგად მიზანშეწონილია მოსაპირკეთებელი ტერიტორია იყოს დიდი.
2016 წლიდან ბათუმის ბულვარში 42 840 კვადრატზე სწორედ ლეგის ფილა რომბი ქმნის ტრიდე ეფექტს. ჩვენ კი არაფერი გვიშლის ხელს თქვენი ეზოებიც ქმნიდეს ბათუმის ბულვარის ექსტერიერის იმიტაციას.

ფანტაზიას მივცეთ ფრთები და უფრო შორს წავიდეთ , პირამიდები ხომ ყველამ ვიცით მსოფლიო შვიდი საოცრების მშვენება , კი ბატონო ის პირამიდები ეგვიპტეშია, მაგრამ ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს ექსტერიერში შევქმნათ პირამიდები. ეს ერთი შეხედვით მარტივი ვიზუალის ფილა რომბი გვაძლევს უსაზღვრო ფანტაზიის შესაძლებლობას ლანდშაფტის დიზაინში, ასე რომ მთავარი ფანტაზია და მარჯვე ხელებია.