ჩვენ 12 წლის ვართ

კომპანია ლეგი დაარსდა 2011 წლის 22 თებერვალს. ჩვენი პირველი საწარმო ქობულეთში ხუცუბანში გაიხსნა, ხოლო 2019 წელს თბილისსში კიდევ ერთი ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმო გავხსენით.

კომპანია ვიბროდაწნეხილ ფილებს, საბორტე ქვებს, დიზაინის სხვადასხვა ელემენტებს, საფასადე და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს.

ლეგი პირველი საწარმოა საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ “ვქმნით ხარისხს”.

ლეგის ექსპერტთა გუნდი მუდმივად ზრუნავს, რომ შეარჩიოს საუკეთესო ხარისხის ნედლეული, ასევე კონტროლდება პროდუქციის დამზადების პროცესი, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ევროპული ხარისხის მქონე ბეტონის ნაკეთობები. იქმნება პროდუქტი, რომელიც არის; ყინვამედეგობის, წყალშთანთქმის, მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნების შესაბამისი.

ლეგი არის გამჭვირვალე და თითოეულ მომხმარებლის ინტერესზე ორიენტირებული. ეფექტური კომუნიკაცია, სერვისი და პროდუქციის ხარისხი, არის ის მახასიათებლები, რისი მეშვეობითაც კომპანიამ ქართული ბაზრის ლიდერად დაიმკვიდრა თავი.

წარმოების ტექნოლოგიების მუდმივი გაუმჯობესება, მსოფლიო გამოცდილების შესწავლა, ახალი ფორმებისა და იდეების ძიება, საშუალებას გვაძლევს წარმოვადგინოთ ევროპული დონის პროდუქცია.

დღეს კომპანია აგრძელებს წარმოებაში – ინოვაციების დანერგვას. ამის ნათელი დასტურია პროდუქციის ასორტიმენტის სისტემური გაფართოება.

2022 ლეგისთვის სიახლეებით სავსე წელი იყო. დავამატეთ ახალი პროდუქცია გაყიდვაში მინდა აღვნიშნო ჩვენი ფილა ლეგ-ისი რომლის გაყიდვაც 2022-ში დავიწყეთ . ეს ფილა საუკეთესო ვარიანტია მათთვის ვისაც ისტორიის გაცოცხლება უყვარს. ამ ფილის გამოყენება ექსტერიერში გვაძლევს შესაძლებლობას გავაცოცხოლოთ ძველი ქუჩების იერსახე, ასევე დიზაინის სხვადასხვა ელემენტები და საფასადე ბლოკების წარმოება გაყიდვაც დავიწყეთ და გვაქვს უფასო ლანდშაპტის დიზაინის მომსახურებაც. 

კომპანიის პოლიტიკა მიზნად ისახავს მომსახურების დონის ამაღლებას, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ დისტანციურად შეგვიკვეთონ პროდუქცია, ასევე გვეწვიონ საწარმოში, დაათვალიერონ წარმოების პროცესი, შეარჩიონ პროდუქცია და ისარგებლონ ლანდშაფტის დიზაინერის უფასო მომსახურებით. ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს რათა ჩვენი თანამშრომლობა იყოს ეფექტური.

მადლობას ვუხდით ყველა თანამშრომელს, პარტნიორს და მომხმარებელს! სწორედ თქვენთან ერთად შევქმენით საუკეთესო პროდუქტი საქართველოში ! შეგვიძლია ვთქვათ ჩვენთან ყველაფერია, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა !

 გვჯერა, რომ ერთად ყოველი წელი კიდევ უფრო მეტი სიახლის, წარმატებისა და პროგრესის იქნება !