ჩვენი დათოვლილი შოურუმი

ჩვენი დათოვლილი შოურუმი

ლეგის  ფილებს წელიწადის ნებისმიერი დრო უხდება!

ლეგის საგამოფენო სივრცე არის კრეატიული იდეების წყარო და თამამი ექსპერიმენტების სფერო. ჩვენ ვითვალისწინებთ ლანდშაფტის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებს, რათა შემოგთავაზოთ ნამდვილად ევროპული ხარისხისა და ვიზუალის პროდუქტი. ჩვენს მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ შოურუმში არსებული დიზაინებიდან აირჩიონ მათთვის სასურველი ან ჩვენს დიზაინერთან ერთად შექმნან სრულიად ახალი მათ გემოვნებასა და სურვილზე მორგებული დიზაინი.

შოურუმში წარმოდგენილია ჩვენს კუთვნილებაში არსებული ყველა ფორმისა და დიზაინის ფილები. აქვე ნახავთ თითოეული ტიპის მოსაპირკეთებელი ფილის განლაგების სქემებს, თავისებურებებსა და უპირატესობებს, რამდენიმე ტიპის მოსაპირკეთებელი ფილის ერთად განლაგების შესაძლებლობებსა და ვიზუალურ ეფექტს. 

ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და გავუადვილოთ მრავალფეროვანი არჩევანიდან მათთვის სასურველი პროდუქცია მარტივად შეარჩიონ.  

2011 წლიდან უცხოური ინვესტიციის დახმარებით საქართველოში ვქმნით თანამედროვე ევრო სტანდარტების შესაბამის პროდუქციას. თანამედროვე ევროპული მიდგომა გზების, სკვერების, ეზოების თუ ინდუსტრიული ობიექტების მოპირკეთებისას რით მოპირკეთდეს ექსტერიერი; ასვალტი დაეგოს? ბეტონი დაისხას? თუ ვიბროდაწნეხილი ფილა დაეგოს ? – არჩევანი კეთდება ფილაზე , რადგან პროდუქცია ეკოლოგიურად უსაფრთხოა, მრავალფეროვანი ფორმებისა და ფერების არჩევანი იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას უამრავი დიზაინის სახეობა. ასევე ვიბროდაწნეხილ ფილას ყინვამდეგობასა და წყალშთანთქმაზე აქვს კარგი მაჩვენებელი. Მოცურების საწინააღმდეგოა და ექსპლუატაციის ვადა 30 წელზე მეტი აქვს. ასევე ფილის უპირატესობა ისიც არის რომ თუ უკვე მოპირკეთებულ ტერიტორიაზე გახდა საჭირო მიწისქვეშა გაყვანილობის შეკეთება ან ახლით შეცვლა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ამოვალაგოთ ფილა გამოვცვალოთ კომუნიკაცია და ისევ ის ფილა დავაგოთ ისე რომ ფილა არ დაზიანდება დაგვეთანხმებით ეს ძალიან დიდ ფინანსურ დანაზოგს გვიკეთებს.  

გელოდებით ჩვენს შოურუმში კვალიფიციური თანამშრომლები და შოურუმში წარმოდგენილი პროდუქცია დაგეხმარებათ გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი და შეიქმნათ თანამედროვე მშვიდი და ლამაზი გარემო.