ყველაფერი – ფილის დაგების შესახებ

იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავეცნოთ თითოეულ რეკომენდებულ ეტაპს , რაც ფილის დაგების დროს უნდა გავითვალისწინოთ გავესაუბრეთ ფილის დამგები ჯგუფის ხელმძღვანელ ისმაილ აბესლამიძეს, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიციური დამგები ჯგუფი ყავს.

მოგესალმები ისმაილ, მადლობა რომ დაგვითმე დრო!

რა არის საჭირო იმისთვის , რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი, ექსტერიერის ფილით მოპირკეთებისას?

მოგესალმებით, მადლობა თქვენ საკითხით დაინტერესებისთვის!

ყველა ეტაპის თანმიმდევრული შესრულება და ფილების დაგების რეკომენდაციების დაცვა უზრუნველყოფს დაგებული ტერიტორიების ესთეტიკურ გარეგნობას და ხანგრძლივ ექსპლუატაციის ვადას.

მოპირკეთებისას, რა არის სამუშაოების დასაწყისი?

პირველი ეტაპი – პროექტის მომზადებაა

– უნდა განისაზღვროს იმ ტერიტორიის ფართობის ზომა აგრეთვე მისი ზონირება , რომლის მოპირკეთებასაც ვიწყებთ;

– ასევე უნდა ვიცოდეთ რა დატვირთვას უნდა გაუძლოს არსებულმა ობიექტმა რომ მომზადდეს შესაბამისი ნიადაგი;

– უნდა განვსაზღვროთ ზედაპირული დრენაჟის პირობები და სადრენაჟო სისტემების საჭიროებები;

– მოსაპირკეთებელი ფილების, ბორდიურების და სხვა ელემენტების რაოდენობა გამოითვლება ზომების და ფერის მიხედვით საპროექტო გეგმის შესაბამისად;

რას ვაკეთებთ პროექტის მზად ყოფნის შემდეგ?

მეორე ეტაპი – ბაზის მომზადებაა

ნაყოფიერი ნიადაგის ზედა ფენა უნდა ავიღოთ. ფხვიერი ნიადაგი დამატებით იტკეპნება და იფარება გეოტექსტილით, ასევე საფუძვლიანად უნდა გავასუფთავოთ ნიადაგი მცენარეული ნარჩენებისგან.

სანიაღვრე სამუშაოები ტარდება მიწისქვეშა წყლების დონის შესამცირებლად (თუ ის უფრო მაღალია, ვიდრე საფარის დაგების დონე).

ნიადაგის ზედა ფენის მოცილება ხორციელდება ფუძის სისქის გათვალისწინებით. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ფილის ზედაპირი უნდა იყოს გასწორებული ფართობთან. უბნის მიზნიდან და ნიადაგის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ბაზის ფენები შეიძლება განსხვავდებოდეს.

აქვე აღვნიშნავ ტერიტოორიის დაგეგმვა მარკირების აუცილებლობასაც.

ტერიტორია უნდა იყოს დაყოფილი ცალკეულ უბნებად: ვნიშნავთ მოსაპირკეთებელი ფილის ან ბორდიურების ზედა კიდეს. ზედაპირის დახრილობა უნდა იყოს დაპროექტებული საკანალიზაციო კომუნიკაციებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია მისი მოწყობა 0,7-1 სმ – მდე სიგრძის მეტრზე.

ორმოს გრუნტის საფარი გასწორებულია, 10 სმ-მდე მსხვილმარცვლოვანი ქვიშის ფენის გამოყენებით და ფსკერზე სპეციალური აღჭურვილობით (ვიბრაციული ფირფიტა). ორმოს საზღვრები ფიქსირდება , ბორდიურებით , რომელთა შორის დაიგება ფილები. საიმედოობისთვის, ბორდიურები დამონტაჟებული უნდა იყოს ცემენტ-ქვიშის ხსნარზე.

ქვიშის ფენის მომზადებისას, სიმაღლე დატვირთვის მიხედვით განისაზღვრება თუ სტანდარტული სიმაღლეა ნებისმიერი დატვირთვისთვის?

აუცილებლად დატვირთვის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ. მაგალითად ფეხით მოსიარულეთა ფართობისთვის: ქვიშის ფრაქცია 5-20, ქვიშის ფენის სიმაღლე კი უნდა იყოს 5-10სმ, ავტომანქანის გადასაადგილებელი ტერიტორიისთვის ქვიშის ფენის სიმაღლე 10-15 სმ უნდა იყოს.

სამონტაჟო საბოლოო ფენის მომზადება ასევე ხდება ქვიშით. სამონტაჟო ფენის სისქე თუ არის 3-5სმ სიმაღლის მაშინ სავალდებულოა სამონტაჟო ფართის ვიბრო დატკეპნა. სამონტაჟო ფენის გასწორება ხდება სპეციალური ეგრედწოდებული მაიაკების მეშვეობით.

საფეხმავლო ტერიტორიის მოსაპირკეთებლად გამოიყენება 40მმ ფილა. მსუბუქი ავტომობილის გადაადგილებისთვის 60მმ ფილაა საჭირო. მძიმე ტრანსპორტისთვის 80მმ ფილაა რეკომენდირებული ხოლო თუ ფილა გვინდა დავაგოთ ისეთ ინდუსტრიულ ობიექტებზე სადაც სისტემური დატვირთვა 50 ტონა და კიდევ უფრო მეტია . ამ შემთხვევასი უნდა გამივიყენოთ 10 მმ სისქის ფილა რომელიც ისეთ სისტემურ დატვირთვასაც უძლებს როგორიც ტერმინალებშია.

რა უნდა გავითვალისწინოთ ფილის დაგების დროს, როცა ვიცით დაგეგმილი დიზაინის მიღებისთვის საჭირო იქნება ფილის დაჭრა?

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დაგება დავიწყოთ ტერიტორიის დასაგები ფართის ხილვადი ნაწილიდან და ფილა რომელიც უნდა დავჭრათ ისინი მოვათავსოთ ნაკლებად თვალსაჩინო ადგილას, მაგალითად სახლის ფასადთან.

ხშირად მომხმარებელი გვეკითხება ჯერ ფილები უნდა დავაგოთ და შემდეგ საბორტე ქვა ( ბორდიური) თუ პირიქით?

თავდაპირველად ხდება ბორდიურის დამონტაჟება და შემდეგ იწყება ფილის დაგება. ფილის მონტაჟი უნდა დავიწყოთ ბორდიურის დასავლეთ მხრიდან, ფილის ზედა კიდე უნდა ემთხვეოდეს ბორდიირის ზედა კიდეს.ეს უნდა გავაკეთოთ ისე რომ წყალი გადავიდეს მწვანე ზონაში.

ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, მოსაპირკეთებელი ქვების დაგების ძირითადი რეკომენდაციები შემდეგია:

1. ნიადაგის ზედაპირის მომზადება;
2. საბორტე ქვის (ბორდიურის) დამონტაჟება;
3. ქვიშის მსხვილი ფრაქციით ქვედა ფენის მომზადება;
4. ქვიშის წვრილი ფრაქციით ზედა ფენის მომზადება;
5. მომზადებული ნიადაგის ვიბრო დამუშავება-დატკეპნა.
6. მოსაპირკეთებელი ფილების დაგება;
7. დაგებული ფილის ზედაპირზე ქვიშის დაყრა , რათა სრულად ამოივსოს ფილების შეერთების ადგილები.

თქვენი მუშაობის მანძილზე არის თუ არა შემთხვევები როცა დაგების წესების უგულებელყოფამ ფილის დაზიანება ან მისი ვიზუალის გაფუჭება გამოიწვია?

სამწუხაროდ ყოფილა ისეთი ფაქტებიც,როცა რეკომენდაციების უგულებელყოფით და გულგრილობით დამდგარა ცუდი შედეგი რის გამოც უკმაყოფილო დამკვეთი იწყებს ძებნას კვალიფიციური დამგები ჯგუფის , ასეთ ობიექტებზე ხშირად ფილის აყრა და ხარვეზების გამოსასწორებლად საჭირო მუშაობის თავიდან განხორციელება გვიწევს.

ხომ არ გამოგვრჩა საკითხი რომლის განხილვაც ძალზედ მიშვნელოვანია ?

მინდა ვთვქა, რომ აუცილებლობას წარმოადგენს ფილის დაგების შემდეგ ზემოდან გაცრილი ქვიშის მოყრა, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნიუანსი, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ფილის გადაბმის ადგილებში ხვდება ქვიშა რაც დამატებით სიმტკიცეს აძლევს დაგებულ ფილას.

აკრძალულია – ზემოდან ცემენტ ნარევი ან მსხვილი ფრაქციის ქვიშის მოყრა, ზემოთ ხსენებულმა შესაძლოა ფილის ზედაპირი და ასევე ფერი დააზიანოს.

მადლობა ისმაილ საინტერესო საუბრისა და დეტალური განხილვისთვის !

მადლობა თქვენ ამ საკითხით დაინტერესებისთვის!