ქუთაისი ლამაზდება ლეგის ფილებით

საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ქუთაისში ჩვენი ფილებით მიმდინარეობს ექსტერიერის მოპირკეთება. უდიდესი ისტორიის მატარებელი ქალაქის მოპირკეთება ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საამაყოა.

”1889 წელს სწორედ ქუთაისში მეფედ ეკურთხა ყველა ქართველისთვის საამაყო მეფე დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1006-1025 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და დაარსა უმაღლესი სასწავლებელი-აკადემია, რომელიც“მეორე იერუსალიმად“ და „სხუად ათენად“იწოდებოდა. გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა”. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან ქალაქში; სკვერების, ტროტუარების, ეზოების მოპირკეთება ლეგის ფილებით მიმდინარეობს. ეს კი ჩვენთვის როგორც უდიდესი პასუხისმგებლობა ასევე განუსაზღვრელი მოტივაციაა , რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი პროდუქციის დიაპაზონი, როგორც ხარისხით ასევე მრავალფეროვნებით.

მრავალფეროვნება, სიხალასე, თბილი ფერები ამ ქალაქის პრიორიტეტებია.

ქუთაისი კი ლეგისთან ერთად ნამდვილად არ უწესებს ექტსერიერს საზღვრებს!

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ვიბროდაწნეხილ ფილას?

ლეგის ფილის წარმოება ორმაგი ვიბროდაწნეხვის მეთოდით ხდება. მსგავსი წარმოება ფილას საუკეთესო ტექნოლოგიურ მაჩვენებლებს სძენს. კერძოდ კი; ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა , დიდი დატვირთვის გამძლეობა, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ყინვამედეგი ასევე წყალშთანთქვის მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნის შესაბამისი.

ვიბროდაწნეხილი ფილა იდეალურია ჩვენი კლიმატური პირობებისთვის, უძლებს სიცხესა და დაბალ ტემპერატურას. ასევე პროდუქცია გამოსადეგია მაღაზიების, სავაჭრო ცენტრებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიის კეთილმოსაწყობად, რადგან საპროდუქტო ეტლის გორგოლაჭებით, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით თუ ველოსიპედით ერთნაირად მარტივი და კომფორტულია გადაადგილება. ჩვენი პროდუქცია იდეალურია ინდუსტრიული ობიექტებისთვისაც, რადგან ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა აქვს და ასევე შესაძლებელია მიწისქვეშა კომუნიკაციის შეცვლის შემთხვევაში ფილა ავიღოთ, გამოვცვალოთ მიწისქვეშა გაყვანილობა და ისევ ეს ფილა დავაგოთ ისე, რომ პროდუქცია არ დაზიანდება, რაც საკმაოდ დიდ ფინანსურ დანაზოგს გვიკეთებს.

 

ლეგის სხვადასხვა ფერთა გამის ფილა, ლანდშაფტის დიზაინერებს აძლევს შესაძლებლობას ფანტაზია აქციონ რეალობად და შექმნან სასურველი ექსტერიერი ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა: კერძო ეზო, კაფე, რესტორანი, სკვერი, ქუჩები, ტროტუარი, აუზის ირგვლივ, ბილიკები, ინდუსტრიული ობიექტები და ასე დაუსრულებლად . . .

მთავარია რა გსურს შენ? ჩვენთან ყველაფერია!

აქვე ვიხილოთ ულამაზესი ქუთაისის ექსტერიერი ლეგის ფილებით .