ფერები ქმნიან განწყობას

ფერები ქმნიან განწყობას

რატომ ვანიჭებთ ფერებს უდიდეს მნიშვნელობას?

ფერის სიმბოლიზმი ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ფერს ყველა კულტურაში თავისი დატვირთვა გააჩნია. ფერის ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. ფერის სიმბოლიზმი ცვალებადია დროსა და კულტურაში. ის იმდენად მრავლისმომცველ საკითხებს ეხება, რომ მისი ბოლომდე შესწავლა ვერ ხერხდება. მაგალითად; წითელი, ჩრდ. ამერიკაში ხშირად გამოიყენება შეჩერების (stop signal), საშიშროების ან გამაფრთხილებელ ნიშნებში. ამავე დროს წითელი სიყვარულის სიმბოლოცაა. კულტურათა განსხვავება ფერებთან დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს, თეთრი ფერი სიმშვიდის, სინაზის ფერია. უამრავ კულტურაში კი მას საქორწილო ცერემონიალის განუყოფელ ნაწილად ვხვდებით, ხოლო აზიის ზოგ ქვეყანაში ამ ფერებში იმოსებიან დაკრძალვაზე (იაპონია, ჩინეთი).

ფაქტები მოწმობს რომ ფერის სიმბოლიზმი ცვალებადია დროსა და კულტურაში. უმნიშვნელოვანესია როგორ ფერებს შევარჩევთ ჩვენი სახლისა და ეზოსთვის .

ფერს შეუძლია შეცვალოს განწყობა ოთახში, მიიქციოს ყურადღება ეზოში შესვლისთანავე, შექმნას ენერგიული ან მოდუნებული გარემო და ა.შ.

რთულია იპოვო ნამდვილი ოქროს შუალედი ფერთა გამაში, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ პროგრესს და ყოველთვის მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის.

ქოლორ მიქს ტეგნოლოგიით შექმნილი ფერი ობსიდიანი მომხმარებლების უმრავლესობის მოწონებას იმსახურებს რის გამოც ეს ფერი გაყიდვებში, ერთ -ერთი ლიდერია !

რა არის ქოლორ მიქს ტექნოლოგია?

ამ ტექნოლოგიით წარმოებული ფილის ზედაპირი სხვა ფერადი ფილებისგან განსხვავებით მზადდება სხვადასხვა ფერების ნარევით, რაც ფილას ბუნებრივ იერს სძენს. ასევე ეს ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლის სასურველი ფერების მიქსით შევქმნათ ფილის ზედაპირი.

 თეთრისა და შავის მიქსით შექმნილი კლასიკური ფერი ობსიდიანი მოუხდება ნებისმიერ სხვა ფერს თქვენს ექსტერიერში.

რადგან ფერს ენერგია გააჩნია, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თქვენთვის რომელი ფერებია მისაღები, რომელი ფერების გარემოცვაში გრძნობთ თავს მშვიდად.

კერძო ეზო, კაფე , რესტორანი, სკვერი, ტროტუარი, აუზის ირგვლივ, ბილიკები და ასე დაუსრულებლად ექსტერიერში ყველა სივრცეს უხდება ფერი ობსიდიანი.
ჩვენთან ექსტერიერისთვის ყველაფერია.