როგორც ფოტოდან ვხედავთ მომხმარებელმა დამოუკიდებლად შეძლო ძალიან ლამაზად მოეპირკეთებინა საკუთარი ეზო. ფილის ერთ-ერთი დადებითი მახასიათებელი ისიც არის, რომ თუ ჩვენ გვაქვს მარჯვე ხელები და არ გვეზარება შრომა, შეგვიძლია წავიკითხოთ დაგების დეტალური ინფორმაცია, ვუყუროთ დაგების ვიდეომასალას და ჩვენვე გავალამოთ ეზოები. ასევე თუ რაიმე შეგვეშალა არც ეს არის საგანგაშო, შეგვიძლია დაგებული ფილა ავიღოთ გამოვასწოროთ შეცდომა ან მაგალითად მიწისქვეშა გაყვანილობა შევცვალოთ და ისევ ეს ფილა დავაგოთ ისე რომ ფილა არ დაზიანდება.