როგორ იქმნება ულამაზესი ექსტერიერი

ხშირად ჩვენ ვხედავთ ლამაზ ეზოს რომელიც ფილებით არის მოპირკეთებული, მაგრამ არ ვიცით რა ეტაპების გავლა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ეზოს ულამაზესი იერსახე მიეღო.

დღეს ლანდშაფტის დიზაინის შექმნიდან ფილის დაგებამდე გზას განვიხილავთ ჩვენს ლადშაფტის დიზაინერ ლევან ლომჯარიასთან და ფილის დაგების ექსპერტ ტიმურ კოტოვთან ერთად.

ლევან მოგესალმები , რომ გვითხრა რა არის ის პირველი ეტაპები რასაც გავდივართ მას შემდეგ რაც მომხმარებელი ეზოს გალამაზების გადაწყვეტილებას მიიღებს?

მოგესალმები! უპირველეს ყოვლისა მივდივარ ობიექტზე ვზომავ, ვისმენ მომხმარებლის სურვილსა და ინტერესებს რათა შექმნილი ლანდშაფტური დიზაინი და მომხმარებლის ესთეტიკური გემოვნება სრულ თანხვედრაში იყოს.

შემდეგი ეტაპი უკვე ეზოსთვის ფილის ფერისა და ფორმის შერჩევაა რის შემდეგაც კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ვაკეთებ 3 D ვიზუალს რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას იქამდე სანამ პროდუქციას შეიძენს ნახოს ვიზუალური მხარე თუ რა შედეგს მიიღებს სამომავლოდ. მომხმარებელს სამ-ოთხ ლანდშაფტურ დიზაინს ვუმზადებ. შემდეგ არსებული ვარიანტებიდან თვითონ აკეთებს არჩევანს თუ რომელი დიზაინი წარმოადგინოს თავის ეზოში.

 

მას შემდეგ რაც დიზაინი შეთანხმდება მზადდება ფილები და ფილის დამგები გუნდი 3 D ვიზუალიზაციის მიხედვით იწყებს მოპირკეთებით სამუშაოებს , რაზეც უფრო დეტალურად ვფიქრობ ტიმურს შეუძლია ისაუბროს.

ტიმურ მოგესალმები ! უპირველეს ყოვლისა რომ გვითხრა გიადვილებთ თუ არა ფილის დამგებ ჯგუფს მოსაპირკეთებელი ეზოს 3 D ვიზუალიზაცია და გენ გეგმა – სადაც წინასწარ იცით ყველა დეტალი და განლაგება თუ როგორ უნდა მოხდეს ეზოს ( ექსტერიერის) მოპირკეთება?

მოგესალმებით ! რა თქმა უნდა ჩვენთვის და სამუშაო პროცესისთვის არის ძალიან კარგი როცა ობიექტის ლანდშაპტური დიზაინი გაკეთებულია. ასე მარტივად მივყვებით გეგმას და სამუშაოს დასრულებისას არასასიამოვნო სურპრიზები არ გვაქვს.

რა ეტაპებია გასავლელი მას შემდეგ რაც ლანდშაფტური დიზაინი და ფილები მზადაა?

შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ყველა აუცილებელი დეტალი რაც ერთობლიობაში ქმნის ლამაზ და ხარისხიან გარემოს:

1. ნიადაგის ზედაპირის მომზადება;
2. საბორტე ქვის (ბორდიურის) დამონტაჟება;
3. ქვიშის მსხვილი ფრაქციით ქვედა ფენის მომზადება;
4. ქვიშის წვრილი ფრაქციით ზედა ფენის მომზადება;
5. მომზადებული ნიადაგის ვიბრო დამუშავება-დატკეპნა.
6. მოსაპირკეთებელი ფილების დაგება;
7. დაგებული ფილის ზედაპირზე ქვიშის დაყრა , რათა სრულად ამოივსოს ფილების შეერთების ადგილები.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ეტაპი უნდა გაითვალისწინოს დაგების სპეციალისტმა რომ მიიღოს სრულყოფილი შედეგი.

ფილის დაგების ტექნოლოგია

დაგება ხდება ქვიშაზე. ფილის დაგების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისას უნდა გავითვალისწინოთ ფართის დანიშნულება. არსებოს სამი ტიპი: საფეხმავლო ზონა, სამანქანო (7 ტონამდე წონის ავტომანქანებისათვის), დიდი გამავლობის მანქანების გადაადგილებისათვის.

საფეხმავლო ზონა;
ფილა 4-6 სმ
მდინარის გაცრილი ქვიშა ღარების ამოსავსებად
4 სმ ზედაპირი ცემენტნარევი ქვიშა
ჯეოტექსილი (იშვიათად გამოიყენება)
ქვიშა ფრაქცია 5-20, 5-10

საავტომობილო ზონა;
ფილა 6 სმ
მდინარის ქვიშა
6 სმ ზედაპირი ცემენტნარევი ქვიშა
ჯეოტექსილი (იშვიათად გამოიყენება)
ქვიშა ფრაქცია 5-20, 10-15

აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ აუცილებლობას , რასაც წარმოადგენს ფილის დაგების შემდეგ ზემოდან გაცრილი ქვიშის მოყრა, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნიუანსი, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ფილის გადაბმის ადგილებში ხვდება ქვიშა რაც დამატებით სიმტკიცეს აძლევს დაგებულ ფილას.

აკრძალულია -ზემოდან ცემენტნარევი ან მსხვილი ფრაქციის ქვიშის მოყრა, ზემოთხსენებულმა შესაძლოა ფილის ზედაპირი და ასევე ფერი დააზიანოს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ფილის დაგების დროს, როცა ვიცით დაგეგმილი დიზაინის მიღებისთვის საჭირო იქნება ფილის დაჭრა?

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დაგება დავიწყოთ ტერიტორიის დასაგები ფართის ხილვადი ნაწილიდან და ფილა რომელიც უნდა დავჭრათ ისინი მოვათავსოთ ნაკლებად თვალსაჩინო ადგილას, მაგალითად სახლის ფასადთან.

გაქვთ ობიექტის ლანდშაფტური დიზაინი , რეკომედაციების გათვალისწინებით მოპირკეთდა ტერიტორია, მას შემდეგ რა რჩევას (რეკომენდაციას) აძლევთ ობიექტის მფლობელს, როგორ მოუარონ ეზოს (ფილებს)?

ამ შემთხვევაში მთავარი რეკომენდაცია ფილების დამონტაჟების შემდეგ ( დაახლოებით ერთი თვის ან წვიმის შემდეგ) გადაბმის ადგილების ხელახლა შევსებაა ქვიშით, რადგან ნაკერებში ქვიშა იკუმშება და ცვივა. ზამთრის შემდეგ ფილების გარეცხვა რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ კერხერით.

საუკეთესო შედეგის მიღებისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილება კოლაბორაციაა (თანამშრომლობა) , როცა ლანდშაფტის დიზაინერიდან დაწყებული ხელოსნებით დამთავრებული ერთ გუნდად ნაბი-ნაბიჯ ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით სრულდება ობიექტი!

მადლობა საინტერესო დიალოგისთვის! 

იხილეთ პროექტის 3 D ვერსია და გეგმის მიხედვით მოპირკეთებული ობიექტი . . .