როგორ ავირჩიოთ მოსაპირკეთებელი ფილის სისქე?

როგორ ავირჩიოთ მოსაპირკეთებელი ფილის სისქე?

კითხვა მნიშვნელოვანია, რადგან მოსაპირკეთებელი ფილების სისქე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც პასუხისმგებელია მოპირკეთებული ტერიტორიის მთლიანობასა და გამძლეობაზე. პროექტის მთლიან ღირებულებაზე გავლენას ახდენს ფილის კვადრატული მეტრის ფასი, ფასის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი კი სწორედ ფილის სისქეზეა დამოკიდებული, ასევე უფრო მოსახერხებელია მცირე სისქის მოსაპირკეთებელი ქვების ტრანსპორტირება ტვირთის მცირე მოცულობის გამო. სწორედ ფასთა სხვაობის გამო მომხმარებლები ხშიღად არა რეკომენდირებულ სისქის ფილას ყიდულობენ რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

ფილების ტიპები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ზომითა და ფორმით, მაგრამ ფილების სისქეს აქვს მკაფიო სტანდარტული მნიშვნელობა. ამიტომ აუცილებელია განვსაზღვროთ თუ რა დატვირთვას გვსურს გაუძლოს ფილამ და შესაბამისი სისქის შევიძინოთ.

ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა მოსაპირკეთებელი ქვების რეკომენდებული სისქე: 4 სმ.


4 სმ სისქის ფილები განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთა მოძრაობისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია საცალფეხო და ველოსიპედის ბილიკების, ტროტუარების, ტერასების, კიბეების, სახლის მიმდებარე ტერიტორიის, საბავშვო მოედნებისა და სკვერებისთვის. ვიბროდაწნეხილ ფილებში 4 სმ სისქის ფილა ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გ დაზოგოს ფინანსები და უზრუნველყოს ფეხით მოსიარულეთა კომფორტული მოძრაობა.

მსუბუქი ტრანსპორტისთვის – მოსაპირკეთებელი ფილის რეკომენდებული სისქე 6 სმ

 

6 სმ სისქის ფილა არის ყველაზე მრავალმხრივი და ფართოდ გავრცელებული ვარიანტი, რომელსაც გთავაზობთ შპს ლეგი. უძლებს მსუბუქი ავტომობილის დატვირთვას და გამოდგება საცხოვრებელი და რეკრეაციული კომპლექსების ტერიტორიის მოსაწყობად. კერძო ეზოების მოპირკეთებისას ძირითადად 6 სმ სისქის ფილას იყენებენ. სტატისტიკურად ყველაზე მოთხოვნოდი და პოპულარული სწორედ ამ სისქის ფილებია.

მსუბუქი და სატვირთო მანქანების გადაადგილებისთვის, მოსაპირკეთებელი ფილის რეკომენდებული სისქე 8 სმ

8 სმ სისქის ფილაზე შესაძლებელია   22 ტ/სმ²-ზე მეტი დატვირთვის გატარება. თუმცა ფილის დაგებამდე აუცილებლად უნდა მომზადდეს ნიადაგი შესაბამისი წესდების დაცვით. იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი არ იქნება სათანადოდ მომზადებული,  მოპირკეთებული ტერიტორია შესაძლოა მალევე დაზიანდეს. 

განსაკუთრებით დიდი დატვირთვის მქონე გზებისთვის. მოსაპირკეთებელი ფილის რეკომენდებული სისქე 10 სმ .

 

10 სმ სისქის ფილები განკუთვნილია განსაკუთრებით დიდი დატვირთვის მქონე გზებისთვის , ტერმინალებისთვის, ინდუსტრიული ობიექტებისთვის, საბაჟო გამშვები პუნქტებისთვის ქარხნებისა და საწყობების ექსტერიერისთვის. სწორედ ამ სისქის ფილას შეუძლია გაუძლოს ნებისმიერი სიმძიმის დატვირთვას.


ჩვენს მრავალფეროვან ასორტიმენტში წარმოდგენილია ყველა ტიპის დატვირთვისთვის განკუთვნილი ფილა.

გახსოვდეთ, რომ მოპირკეთებული ტერიტორიის გამძლეობა და საიმედოობა დამოკიდებულია მოსაპირკეთებელი ფილის სისქის სწორად არჩევაზე.