პროდუქციის ფერთა ასორტიმენტი

ფერები ქმნიან განწყობას!

რატომ ვანიჭებთ ფერებს უდიდეს მნიშვნელობას?

ფერის სიმბოლიზმი ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ფერს ყველა კულტურაში თავისი დატვირთვა გააჩნია. ფერის ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. ფერის სიმბოლიზმი ცვალებადია დროსა და კულტურაში. ის იმდენად მრავლისმომცველ საკითხებს ეხება, რომ მისი ბოლომდე შესწავლა ვერ ხერხდება.

ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილი თითოეული ტიპის მოსაპირკეთებელი ფილა შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა ფერში.

ფერის დიაპაზონის მიხედვით, legi-ს მოსაპირკეთებელი ფილები იყოფა ორად; სტანდარტული ფერების მქონე და Color Mix ტექნოლოგიით წარმოებული ზედაპირის ფერები.

სტანდარტული ფერები:

შავი , თეთრი, ნაცრისფერი, წითელი, ყავისფერი, მწვანე, ყვითელი და ნარინჯისფერია. გვაქვს სიახლე დაგვემატა ულამაზესი ლურჯი ფერი.

Color Mix ტექნოლოგიით წარმოებული ფერები:

ქარვა, გრანატი , იასპერი, ციტრინი და ობსიდიანი.

ძირითადი ზედაპირის ფერები ყალიბდება მოსაპირკეთებელი ფილების ზედა ფენისთვის ბეტონის ნარევის შემადგენლობაში შესაბამისი საღებავების დამატებით. ერთადერთი გამონაკლისი არის ნაცრისფერი, რომელიც არის ბეტონის ბუნებრივი ფერი, შესაბამისად ამ ფერში საღებავის დამატება არ ხდება.

Color Mix ეს არის ტექნოლოგია, როდესაც ხდება ორი და მეტი ფერის ნარევით ფილის ზედაპირის შექმნა.

რთულია იპოვო ნამდვილი ოქროს შუალედი ფერთა გამაში, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ პროგრესს და ყოველთვის მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის.

ფერთა შეხამების მარტივი რჩევები ჩვენი ლადშაფტის დიზაინერისგან:

ძირითადი ფერები:

შავი-თეთრი
წითელი-შავი
ლურჯი-ნაცრისფერი-თეთრი
ნარინჯისფერი-წითელი-შავი
ყვითელი-შავი
ნაცრისფერი-შავი-თეთრი
ყავისფერი-შავი-ყვითელი
მწვანე -შავი- თეთრი

Color Mix -ის ფერები, ძირითად ფერებთან ერთად:

ქარვა- ყავისფერი-თეთრი
ციტრინი-წითელი – ნაცრისფერი
ონიქსი-თეთრი
გრანატი-ნარინჯისფერი- შავი
ობსიდიანი-თეთრი-შავი
იასპერი- თეთრი-ნაცრისფერი

იმისთვის რომ თქვენი ეზო იყოს უნიკალური და სრულყოფილი, ჩვენი ლანდშაფტის დიზაინერი თქვენი გემოვნების გათვალისწინებით შექმნის 3 D -ში ექსტერიერის დიზაინის სრულყოფილ სახეს რათა მოპირკეთებითი სამუშაოების დაწყებამდე ნახოთ თუ როგორი იქნება თქვენი ეზო!

გაფრთხილება! ერთ ხის ქვეშსადებზე (პადონზე) მხოლოდ ერთი ფერის პროდუქცია დევს.