მოსაპირკეთებელი ფილების შერჩევა

მოსაპირკეთებელი ფილების არჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: დიზაინი და გამწვანების პროექტი, (ლანდშაფტის დიზაინი). გასათვალისწინებელია გზის ზედაპირი, ტრანსპორტის გადაადგილების რეჟიმი, ნალექისა და დნობის წყლის დრენაჟის მეთოდი, აგრეთვე ფილის ვიზუალი და დაგების ტექნიკა (ხელით ან დამგები მანქანის გამოყენებით).

ფილის სიმაღლე ჩვეულებრივ მერყეობს 40-დან 100 მმ-მდე. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის ასარჩევად, თქვენ უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

40 მმ – განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედების მოძრაობისთვის.

60 მმ – განკუთვნილია მსუბუქი ტრანსპორტისთვის .

60 მმ სიმაღლის პროდუქტები განკუთვნილია იმ ადგილების მოსაწყობად, სადაც უზრუნველყოფილია სამგზავრო მანქანების მოძრაობა (შესაბამისი გაანგარიშებით და ბაზის მოწყობით): ტროტუარები, პარკინგი. სათამაშო მოედნები, სკვერები, პარკები და ველო ბილიკები.

80 მმ – იმ შემთხვევაში თუ 3,5 ტ-ზე მეტი წონის სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაოს უნდა გამოვიყენოთ 80 მმ ფილები.

80 მმ სისქის ფილაზე შესაძლებელია 22 ტ/სმ²-ზე მეტი დატვირთვის გატარება. თუმცა ფილის დაგებამდე აუცილებლად უნდა მომზადდეს ნიადაგი შესაბამისი წესდების დაცვით. იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი არ იქნება სათანადოდ მომზადებული, მოპირკეთებული ტერიტორია შესაძლოა მალევე დაზიანდეს.

100 მმ განსაკუთრებით დიდი დატვირთვის მქონე გზებისთვისაა განკუთვნილი.

100 მმ სიმაღლის პროდუქტები განკუთვნილია მძიმე და ზედმეტად მძიმე მანქანების ინტენსიური მოძრაობის მქონე ტერიტორიების მოსაწყობად (შესაბამისი გაანგარიშებითა და ბაზის მოწყობით): ინდუსტრიული ობიექტები, ტერმინალები, აეროპორტები. . .

მაქსიმალური სტატიკური და დინამიური დატვირთვების გათვალისწინებით, კონკრეტული პროექტისთვის ფილის სიმაღლის არჩევის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიზანშეწონილია გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს სპეციალისტებთან.

მოსაპირკეთებელი ფილის საჭირო სიმაღლის განსაზღვრისა და ტერიტორიის ზონირების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ფილის ტიპის, ფერისა და ინსტალაციის სქემის არჩევა. თუ შერჩეული ფილის ფორმისა და ფერების შემდეგ გსურთ ნახოთ 3 D ნახაზი თუ როგორი იქნება თქვენი ობიქეტი ფილის დაგების შემდგომ , მაშინ ჩვენი ლანდშაფტის დიზაინერი სიამოვნებით , სრულიად უსასყიდლოდ გაგიკეთებთ ლანდშაფტურ დიზაინს.

ლეგის ლანდშაფტის დიზაინერი დაგეხმარებათ შემდეგ საკითხებში:

– მოსაპირკეთებელი ტერიტორიის პროექტის შექმნა, რომელიც შეიცავს დეტალურ აღწერას, ნახაზებს, , ხარჯთაღრიცხვას და დასაბუთებას ლანდშაპტური სამუშაოების ყველა ეტაპის;

– სამუშაო ნახაზების შექმნა, რომელიც მუშავდება ტერიტორიის ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით;

– ჩვენ მომხმარებელს ყოველთვის ვთავაზობთ ფილის ფორმისა და ფერის სხვადასხვა ვარიანტს, რომლებიც ორგანულად მოერგება ტერიტორიის საერთო დიზაინს;

– ვამუშავებთ ფილების დაგების ინდივიდუალურ სქემებს;

– დეტალურ სამუშაო ნახაზებსა და 3D ვიზუალიზაციასთან ერთად, ჩვენ მომხმარებელს ვაძლევთ გამოყენებული მასალების გაანგარიშებას. თითოეული პროექტისთვის ფინანსური ხარჯთაღრიცხა ინდივიდუალურია.

გახსოვდეთ, რომ მოპირკეთებული ტერიტორიის გამძლეობა და საიმედოობა დამოკიდებულია მოსაპირკეთებელი ფილის სისქის სწორად არჩევასა და ნიადაგის შესაბამისი წესდების დაცვით მომზადებაზე. იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი არ იქნება სათანადოდ მომზადებული, მოპირკეთებული ტერიტორია შესაძლოა მალევე დაზიანდეს.

ჩვენს მრავალფეროვან ასორტიმენტში წარმოდგენილია ყველა ტიპის დატვირთვისთვის განკუთვნილი ფილა.

თუ ფილის დაზიანება მოხდა ფილის კონკრეტული სიმაღლისთვის დასაშვები დატვირთვის გადაჭარბების შედეგად, მწარმოებელი არ აგებს პასუხს, შესაბამისად მსგავს შემთხვევებზე არ მოქმედებს საგარანტიო ვადა!