ლურჯი – 2023 წლის ტრენდული ფერი

პაბლო პიკასოს უთქვამს:-”ფერები, როგორც თვისებები, თან სდევს ემოციებათა ცვლილებას.”

 მეცნიერები ამბობენ, რომ ფერის მიხედვით ადამიანის პიროვნების ამოცნობაც კი შეიძლება…უფრო მეტიც, არსებობს ცნება რომ ფერები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათზე, არჩევანზე, მოქმედებაზე და ბევრ სხვა წვრილმანზე რასაც არც კი ვაკვირდებით..მაგალითად: თავს მოუსვენრად გრძნობთ ყვითელ ფერებში გაწყობილ ოთახში? ლურჯი ფერი გამშვიდებთ?

მხატვრებმა და  დიზაინერებმა დიდი ხანია გააცნობიერეს თუ რამდენად მოქმედებს ფერი ადამიანის განწყობა, გრძნობასა და ემოციებზე. 2023 წელს ერთ-ერთი ტრენდული ფერი ლურჯია, ჩვენც გავითვალისწინეთ თანამედროვე ტენდენციები და მომხმარებელს ვთავაზობთ ულამაზეს ლურჯი ფერის მოსაპირკეთებელ ფილებს ექსტერიერისთვის. 

ლურჯი ფერი კრეატიულობას, მუდმივობასა და ერთგულებასთან ასოცირდება!

 

 

რა არის ფერი?

1666 წელს, ინგლისელმა მეცნიერმა სერ ისააკ ნიუტონმა აღმოაჩინა რომ თუ პრიზმას სუფთა თეთრ შუქს მივანათებთ, ის მრავალ ფერებად განიშლება.ნიუტონმა აგრეთვე დაადგინა რომ თითოეული ფერი შედგება 1 ტალღის სიგრძისაგან და შეუძლებელია მისი სხვა რომელიმე ფერში დაყოფა.

 

მრავალმა ექსპერიმენტმა აჩვენა რომ შუქით შეიძლება სხვა და სხვა ფერები წარმოქმნა.მაგალითად, წითელი შუქი ყვითელ შუქთან ერთად გვაძლევს ნარინჯისფერს.

ზოგი ფერი, როგორიცაა ყვითელი და მეწამულისფერი, ერთმანეთს სრულიად აუქმებენ და ვიღებთ თეთრ ფერს.

თუ თქვენ ოდესმე დაგიხატავთ, მაშინ ალბათ შეგიმჩნევიათ რომ სხვადასხვა ფერების შერევით მიიღება ახალი ფერი. ჩვენ არასდროს ვართ კმაყოფილი მიღწეულით, სწორედ ამიტომ ყოველთვის ვეძებთ სიახლეებს. ქოლორ მიქს ტექნოლოგიისა და კვალიფიციური თაამშრომლების დახმარებით ვქმნით ახალ ფერთა პალიტრას თქვენი ეზოს გამრავალფეროვნებისთვის!