ლეგის ყველაზე გამძლე ფილები ბათუმის ტერმინალში

ბათუმის ტერმინალში 25 000 მეტრ კვადრატზე ლეგის ყველაზე გამძლე ფილის უნი კოლოკის დაგება მიმდინარეობს.

წლების წინ, როცა პირველი სამრეწველო ობიექტი მოვაპირკეთეთ ფილა უნი კოლოკით, ეს გადაწყვეტილება დიდი განხილვის საკითხი გახდა რამდენად ადეკვატური იყო საწარმოს ეზო, სადაც მძიმე ტრანსპორტი ინტენსიურად ივლიდა ფილით მოპირკეთებულიყო … შემდგომ იყო ფოთის ტერმინალი, სოხმეთის საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა ობიექტები, სადაც უნი კოლოკი დავაგეთ! წლებმა გვაჩვენა, რომ დაინტერესებული მომხარებლების ღელვა ამაო იყო ფილამ გაუძლო ისეთ მძიმე და სისტემურ დატვირთვას როგორიც ტერმინალებშია. დღეს კი წლების წინ დაგებული უნი კოლოკი გამოიყურება ისე როგორც დაგებისას გამოიყურებოდა.

ახლა 2022 წლის ოქტომბერია და ჩვენ უკვე ბათუმის ტერმინალის 25 000 კვადრატის მოპირკეთების პროცესი გვაქვს. რაც უკვე ნათელი მაგალითია იმის, რომ ჩვენმა პროდუქციამ გაუძლო დროის გამოცდას და ასეთი განსაკუთრებით დიდი დატვირთვის მქონე ობიექტებისთვის ყველაზე ხელსაყრელ პროდუქტად იქცა, ექსტერიერის მოპირკეთების დროს.

თუ კი თქვენც გაქვთ ინდუსტრიული ობიექტი მოსაპირკეთებელი, ენდეთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.

თუ თქვენთვის პრიორიტეტულია: ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა, პრაქტიკულობა მაშინ არჩევანი უნდა გააკეთოთ ლეგის განსაკუთრებით დიდი დატვირთვისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე. ასევე გვინდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი, ფილის ეკონომიურობა – იმ თვალსაზრისით, რომ თუ მიწისქვეშა კომუნიკაციის გამოცვლა ან შერემონტება გახდება საჭირო, შეგვიძლია ფილა ამოვიღოთ, ისე რომ ის არ დაზიანდება- გამოვცვალოთ მიწისქვეშა კომუნიკაცია და ისევ ეს ფილა დავაგოთ. ვიბროდაწნეხილი ფილის ეს უპირატესობა საკმაოდ დიდ ფინანსურ დანაზოგს გვიკეთებს. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების  გამო, ექსტერიერის მოპირკეთებისას ვიბროდაწნეხილ ფილას ანიჭებენ უპირატესობას ლანდშაპტის დიზაინერები.