ლეგის საწარმოს აღჭურვილობა

ლეგის საწარმო აღჭურვილია კომპანია HESS GROUP-ის მანქანა-დანადგარებით. HESS GROUP ლიდერობს ბეტონის ფორმირების მანქანებისა და აღჭურვილობის ბაზარზე. მისი წარმატების საიდუმლო მდგომარეობს ინოვაციისა და ტრადიციის შერწყმაში, ცვლილებებისთვის მზადყოფნაში.

HESS GROUP-ი 1948 წელს დასავლეთ გერმანიაში დაარსდა. დღეს კი კომპანია მსოფლიო ლიდერია მოსაპირკეთებელი ელემენტების, ბეტონის ბლოკების და ბეტონის თანამედროვე სისტემების მოწყობილობების წარმოებაში.

როდესაც საქმე ეხება აღჭურვილობის დაგეგმვას, განვითარებას, მშენებლობას და დიზაინს HESS GROUP-ისთვის შრომატევადი და ტექნიკურად რთული გადაწყვეტილებების მიღება დაბრკოლებას არ წარმოადგენს. კვლევა, გამოცდილება და გლობალური აზროვნება შესაძლებელს ხდის ინოვაციური გადაწყვეტილებები რეალობად იქცეს და მუდმივად გაუმჯობესდეს ტექნოლოგია.

გამოცდილებისა და ახალი იდეების ერთობლიობა არის ის, რაც წინ უძღვის კომპანიას. ამავდროულად, ეს არის მომხმარებლის მოთხოვნების წარმატებით შესრულებისა და მათ წინაშე ვალდებულებების შესრულების გარანტი.

ლეგი მოხარულია , რომ სწორედ ასეთი მაღალკვალიფიციური და წამყვანი ბრენდის ტექნიკითაა აღჭურვილი კომპანიის ორივე საწარმო. HESS GROUP -ის გერმანელი წარმომადგენლების სტუმრობა ჩვენს თბილისის საწარმოში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აღსანიშნი დღე იყო. კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს თავიანთი წარმოებული ტექნიკის მუშაობის პროცესი და გამართულობა. გაგვაცნეს HESS GROUP -ის სიახლები და მზად ყოფნა გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობისა.

როგორც HESS GROUP-ის წარმომადგენელი გვეუბნება ისინი ყურადღებით სწავლობენ ბაზრებს და უსმენენ მომხმარებელთა წინადადებებს და რომ კომპანია ეფუძნება წარსულ წარმატებას და ხედავს ინდუსტრიის მომავალს ახალ ციფრულ და მოდელირების შესაძლებლობებში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოხარულები ვართ საწარმოს წარმომადგენლების სტუმრობით , ასევე იმით რომ სწორედ ასეთი წარმატებული კომპანიის მანქანა დანადგარებით ვქმნით ბეტონის ნაკეთობებს თქვენთვის!