ლეგის ლაბორატორია

ომპანიის შიდა სამზარეულოს გაცნობას ლაბორატორიიდან დავიწყბეთ. ლეგის ლაბორანტ, ნინო კონჯარიასთან ერთად ვისაუბრებთ თუ რა ხდება ჩვენს ლაბორატორიაში.

ნინო მოგესალმები !

პირველ რიგში რომ გვითხრა მანქანა-დანადგარებზე, რა აღჭურვილობა გვაქვს ჩვენს ლაბორატორიაში?

მოგესალმებით!

ჩვენს საწარმოში ფუნქციონირებს აკრედიტებული, თანამედროვე იტალიური CONTROLS-ის დანადგრებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც პროდუქციის სისტემური ხარისხის კონტროლი ხდება ევრო სტანდარტების შესაბამისად.

რა მახასიათებლებზე მოწმდება პროდუქცია?

მზა პროდუქციას ვამოწმებთ წარმოებიდან 28 დღის განმავლობაში, სიმტკიცეზე, წყალშთანთქმაზე, ცვეთამედეგობაზე და საჭიროების მიხედვით ყინვამედეგობაზე.

მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს რას ვგულისხმობთ როცა ფილის ან ბლოკის სიმტკიცეს ვამბობთ, რა არის სიმტკიცე?

სიმტკიცე არის ბეტონის უნარი გაუძლოს განადგურებას გარე დატვირთვების გავლენის ქვეშ. ბეტონის სიმტკიცის მაჩვენებელია მისი ხარისხი M, რომელიც განსაზღვრავს კომპრესიული სიმტკიცის ზღვარს კგ/სმ 2 -ში, ანუ დატვირთვა, რომლის დროსაც ბეტონის ნიმუშები იშლება.

რას ვგულისხმობთ წყლის შთანთქმაში?

წყლის შთანთქმა არის მასალის უნარი შეიწოვოს წყალი და შეინარჩუნოს იგი. წყლის შთანთქმის რაოდენობა განისაზღვრება წყლით გაჯერებული ნიმუშისა და მთლიანად მშრალ მდგომარეობაში მყოფი ნიმუშის მასის სხვაობით. ბეტონის ბრენდი ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით დიდწილად დამოკიდებულია წყლის შთანთქმის სიჩქარეზე.

რა მონაცემებს უნდა აკმაყოფილებდეს ბეტონის ნაკეთობები რომ ვთქვათ ყინვაგამძლეაო?

ყინვაგამძლეობა არის ფიზიკური და მექანიკური თვისებების შენარჩუნების უნარი განმეორებითი მონაცვლეობით გაყინვისა და დათბობის დროს. ბეტონის ყინვაგამძლეობა ხასიათდება შესაბამისი ყინვაგამძლეობის ნიშნით F (ნიმუშების გაყინვისა და დათბობის ციკლების რაოდენობა, რომლის დროსაც მათი საწყისი თვისებები შენარჩუნებულია).

 

სამშენებლო ზონაში ყველაზე ცივი ხუთდღიანი პერიოდის ატმოსფერული ჰაერის სავარაუდო ტემპერატურა, °Cვიბროდაწნეხილი ფილები ყინვაგამძლეობის მიხედვით
ქვემოთ -45F300
-15...-45F200
-5...-15F150
0...–5F100

რა არის აბრაზია?

აბრაზია არის მასალის თვისება, შეიცვალოს მოცულობა და მასა ხახუნის მოქმედებით. მოსაპირკეთებელი ქვების წინა ზედაპირის აბრაზიული ტესტი ტარდება ლაბორატორიულ აბრაზიულ წრეზე.

 ევროსტანდარტის მიხედვით დადგენილი სტანდარტები:

 

 

 

პარამეტრიევრო სტანდარტის მიხედვით
ბეტონის პროდუქტების კლასი კომპრესიის სიმტკიცითარანაკლებ B25
კომპრესიული ძალა MP aარანაკლებ 32.1
ბეტონის ბრენდი ყინვაგამძლეობის მიხედვითმინიმუმ F100
გაყინვის და დათბობის ციკლების რაოდენობამინიმუმ 100
გეომეტრიული პარამეტრების ფაქტობრივი გადახდები; სიგრძე, სიგანე ,სისქე (მმ) 250მმ-მდე2-მდე
გეომეტრიული პარამეტრების ფაქტობრივი გადახრები;სიგრძე, სიგანე,სესქე (მმ) 250-750მმ3-მდე
წყლის შეწოვა, % მასის მიხედვითარაუმეტეს 6
აბრაზია, გ /სმ 2არაუმეტეს 0,7

როგორ ხდება ფილის მსხვრევადობის გაზომვა?

ფილის მსხვრევადობის გასაზომად საკონტროლო ნიმუში მოთავსებულია ჰიდრავლიკური პრესის საყრდენის ფირფიტაზე და კვლევის პარამეტრების შეყვანის შემდეგ ავტომატურად იტვირთება ზედა საყრდენი ფირფიტით, სანამ ფილა არ გატყდება.

ნედლეულის ლაბორატორიული შემოწმება თუ ხდება ჩვენთან?

ლაბორატორიის საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ნედლეულისა და ცემენტის შემომავალი კონტროლი და ბეტონის ნარევის ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა. ამის წყალობით მიიღწევა მზა პროდუქციის მაღალი ოპერატიული და ესთეტიკური მახასიათებლები.

აქვე მინდა აღვნიშნო, კომპანია ლეგის ტექნოლოგიური ინჟინრები ასევე დაკავებულნი არიან მოსაპირკეთებელი ფილების ახალი ფერების შემუშავებით, აგრეთვე ფერთა შერევის (ქოლორ მიქს) ტექნოლოგიის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებით. ასე რომ, ნათლად შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ პროგრესს და მომხმარებლებს ვთავაზობთ ხარიხიან მარვალფეროვან პროდუქციას.

მადლობა ნინო საინტერესო და დეტალური დიალოგისთვის! 

მადლობა თქვენ !