შპს “ლეგიონი” – ფილის დაგების შესახებ!

შპს "ლეგიონი" - ფილის დაგების შესახებ!

ფილით მოპირკეთებასა და დაგების წესდებაზე, ყოველ დამგებ ჯგუფს თავისი ინდივიდუალური მიდგომა და ხედვა აქვს.

შპს ლეგიონის დირექტორი გიორგი დოლბაია გვესაუბრება ყველა მნიშვნელოვან დეტალზე, რაც ფილით მოპირკეთებისას უნდა გავითვალისწინოთ. გიორგი მადლობა, რომ დაგვითმე დრო!

უპივრლეს ყოვლისა, რომ გვითხრათ რა ობიექტები გაქვთ თქვენ და თქვენს გუნდს მოპირკეთებული?

ჩვენი კომპანიის მიერ კეთილმოწყობის სამუშაოების მიმართულებით შესრულდა 2021 წლიდან დღემდე 9 ობიექტი. აქედან 7 დასრულებულია ხოლო 2 მიმდინარე.

ეს ობიექტებია:

დასრულებული:

1) ქ.ბათუმში ლორთქიფანიძისა და ზედა ღელის ქუჩაზე დასასვენებელი პარკების მოწყობა.

2) ქ.ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე (№162) და კომახიძის ქუჩაზე (№15 და №17) მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოს/სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები.

3) ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან (ყოფილი მე-7 სკოლიდან) თამარ მეფის სანაპიროზე გადასასვლელის კეთილმოწყობის სამუშაოები.

4) ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან (გოგოლის ქუჩა) თამარ მეფის სანაპიროზე გადასასვლელის კეთილმოწყობის სამუშაოები.

5) ქ. სამტრედიაში რუსთაველის ქ.N4 ბინის მიმდებარედ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

6) ქ. სამტრედიაში, ხ.დ.კ-ს დასახლების ურბანული განახლებისთვის რეკრეაციულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურისა და მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები.

7) ქ. ბათუმში, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35-ში მდებარე ბსუ-ს შენობის, ეზოს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მიმდინარე:

1) ქალაქ ქობულეთში, რუსთაველის ქ. №162ე-ს და №162ჟ-ს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოს/სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები.

2) ქალაქ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა №164ა-ს და №166ა-ს შორის მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოს/სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები.

 რა არის ფილის დაგების პირველი ეტაპი?

პირველ რიგში უნდა მოხდეს ტერიტორიის მონიშვნა (დაკვალვა) რათა გამოიკვეთოს და ზუსტად დადგინდეს დასაგები ტერიტორია, ასევე გამოიკვეთოს კონტურები რათა შემოისაზღვროს შესაბამისი ზომის ბორდიურებით. შემდეგ ხდება საფუძვლის მომზადება. მომზადების პროცესი ინდივიდუალურია და იგი დამოკიდებულია მოსაპირკეთებელი ფაღთის გრუნტის მდგომარეობაზე. შესაბამისად ინერტული მასალის ზომა ფრაქცია დგინდება გრუნტის მდგომარეობისად გამომდინარე.

ქვიშის ფენის მომზადებისას, სიმაღლე დატვირთვის მიხედვით განისაზღვრება თუ სტანდარტული სიმაღლეა ნებისმიერი სიმძიმის დატვირთვისას? დეტალურად რომ გვითხრათ ფეხით მოსიარულეთათვის როგორ მზადდება ქვიშის ფენა , მსუქი ავტომობილისთვის როგორ და განსაკუთრებით დიდი დატვირთვისთვის როგორ?

მითითებულ სამი პოზიციაში აბსოლიტურად სხადასხვა ნორმებით ხდება შესაბამისი საფუძვლის მომზადება. ქვიშის შემასწორებელი ფენა ვერ და არ განსაზღვრავს საფუძვლის მდგრადობას.


1)ფეხით მოსიარულეთათვის ქვიშის ფენამდე ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის საფუძვლის ტკეპნის კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს 9.8 დან 10 მგ/პასკალს.


2) მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის საფუძვლის ტკეპნის კოეფიციენტი განისაზღვრება ტერიტორიაზე დაკვირვების შედეგად დადგენილი სატრანსპორტო საშუალების გამტარიანობიდან დასაშვები ფილის სისქე იწყება 8სმ-დან და ტკეპნის კოეფიციენტი საფუძვლის უნდა მერყეობდეს 20-დან 30 მგ/პასკალამდე.

3) განსაკუთრებით დიდი დატვირთვის მქონე ტერიტორიაზე ფილის სისქე იწყება 10 სმ-დან და საფუძვლის ტკეპნის კოეფიციენტი პირველი ფენა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევისა უნდა მერყეობდეს 30-დან 50 მგ/პასკალამდე, ხოლო მეორე ფენა ქვისა-ხრეშოვანი ნარევისა უნდა მერყეობდეს 60-დან 80მგ/პასკალამდე.რაც შეეხება შემასწორებელ ფენას (ქვიშას ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმალური სისქე განისაზღვრება 5სმ.

რა არის ის აუცილებელი დეტალები რასაც ხშირად არ ითვალისწინებენ ფილის დაგებისას ხელოსნები, თუმცა მათი გათვალისწინება აუცილებელია?

პირველი და აუცილებელი ღონისძიება არის საფუძვლის სწორად მოწყობა. რაც პირდაპირპროპორციულია საბოლოოდ დაგებული ფილის ხარისხზე.

რას უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადრება როცა ეზოსთვის დამგებ გუნდს არჩევს?

ვფიქრობ მომხმარებლებმა უპირველეს ყოვლისა დამგები გუნდის მიერ შესრულებული ობიექტები უნდა დაათვალიერონ, რაც მიცემს შესაძლებლობას სწორი ანალიზი გააკეთონ და აირჩიონ საუკეთესო დამგები ჯგუფი.

 

რა კრიტიკული შეცდომებია რის გამოც შესაძლოა ფილა დაზიანდეს ან ცუდი ვიზუალური ეფექტი მივიღოთ?

ისევ და ისევ საფუძვლის არა სწორი მოწყობა, რომელიც იწვევს ფილების არასიმეტრიულ ჯდენებს. და ასევე აუცილებელი პირობაა, რომ უნდა შევიძინოთ ხარისხიანი პროდუქცია.

რას ურჩევთ მათ ვინც ახლა უნდა მოაპირკეთეს ეზო?

სასურველია გაიარონ კონსულტაციები კვალიფიციურ და კომპეტენტურ ორგანიზაციებთან თუ სპეციალისტებთან. როგორც ლანდშაპტის დიზაინერები ამბობენ, ექსტერიერიერის მოპირკეთებისას ფილა ქმნის შესაძლებლობას მოვაპირკეთოთ, როგორც ხარისხიანად, ასევე ლამაზად და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო მივიღოთ.

მომხმარებელი ყურადღებას აქცევს პირველ რიგში გამძლეობას, შემდეგ ეკონომიურობას , ვიზუალურ მხარეს და ეკოლოგიურობას. ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს სწორედ ფილაა ის პროდუქტი რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილს აკმაყოფილებს.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფილის პრაქტიკულობა და ეკონომიურობა იმ თვალსაზრისით , რომ თუ მიწისქვეშა კომუნიკაციის გამოცვლა ან შერემონტება გახდება საჭირო, შეგვიძლია ფილა ამოვიღოთ, ისე რომ ის არ დაზიანდება- გამოვცვალოთ მიწისქვეშა კომუნიკაცია და ისევ ეს ფილა დავაგოთ. ვიბროდაწნეხილი ფილის ეს უპირატესობა საკმაოდ დიდ ფინანსურ დანაზოგს გვიკეთებს.

სხვა მოსაპირკეთებელ მასალებთან შედარებით ვიბროდაწნეხილი ფილა არის იაფი , ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა აქვს , ეკოლოგიურად უსაფრთხოა, შესაძლებელია მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და რაც მთავარია იოლია მისი მოვლა ექსპლუატაციის პერიოდში.

გიორგი, მადლობა საინტერესო და დეტალური საუბრისთვის!

მადლობა თქვენ!