კერძო სახლის მთავარი ხიბლი – ეზოა!

ჩვენს პირველ შთაბეჭდილებებს ყოველთვის ექსტერიერი ქმნის. სწორედ ამიტომ, ჩვენი ეზო უნდა გვიქმნიდეს მყუდრო, ეკოლოგიურად უსაფრთხო, თანამედროვე და ლამაზ გარემოს, რათა მოგვეცეს მოტივაცია მეტი დრო დავუთმოთ სეირნობას, სუფთა ჰაერზე.

ეს ულამაზესი ეზო სოფელ გაჩიანშია. მომხმარებელმა ჩვენს დიზაინერთან ერთად აარჩია სასურველი ფორმისა და ფერების ფილები, რის შემდეგაც შეიქმნა ეზოს დიზაინის 3D ვერსია და დაიწყო მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაგეგმილი ვიზუალის მიხედვით.

კერძო სახლის მთავარი ხიბლი – ეზოა!

ამ ეზოს 600 კვადრატული მეტრი გალამაზებულია ქოლორ მიქს ტექნოლოგიით ნაწარმოები პროდუქციით:

ფილა მოდერნი- ფერი ქარვა,

ფილა აგური- ფერი გრანატი,

ფილა მიქსი- ფერი ციტრინი ,

ტროტუარის საბორტე ქვა (ბორდიური) 

პარკის საბორტე ქვა  (ბორდიური)

რა არის ქოლორ მიქს ტექნოლოგია?

ამ ტექნოლოგიით წარმოებული ფილის ზედაპირი სხვა ფერადი ფილებისგან განსხვავებით მზადდება სხვადასხვა ფერების ნარევით, რაც ფილას ბუნებრივ იერს სძენს. ასევე ეს ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლის სასურველი ფერების მიქსით შევქმნათ ფილის ზედაპირი.

მთავარია რა გსურს შენ?

კერძო ეზო, კაფე , რესტორანი, სკვერი, ტროტუარი, აუზის ირგვლივ, ბილიკები და ასე დაუსრულებლად ექსტერიერში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლეგის ფილა ლანდშაპტის დიზაინში.

ჩვენთან ექსტერიერისთვის ყველაფერია.