თუ კერძო სახლის მშენებლობას გეგმავ!

კერძო სახლის მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, რისი გაკეთებაც თქვენი ოჯახისთვის შეიძლება მოგიწიოთ. ეს ერთდროულად სახალისო და რთული საქმეა, რომელიც ბევრი ურთიერთ დაკავშირებული დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს.

გაუთვალისწინებელი ხარჯები,
ლანდშაფტის სირთულეები,
პრობლემები დოკუმენტაციასთან დაკავშირებით,
სამშენებლო მასალების შეზღუდული არჩევანი,

უხარისხო სამშნებელო ბლოკები,

პროფესიონალიზმის ნაკლებობა,
და სხვა უამრავი დეტალია რომელიც მშენებლის დროს უნდა გავითვალისწინოთ.

სანამ მშენებლობას დაიწყებთ

პირველი, რის მოგვარებაზეც უნდა იზრუნოთ, დოკუმენტაციაა. მიწის ნაკვეთის დაკანონება, მშენებლობის ნებართვა, პროექტის შეთანხმება და გეგმის განსაზღვრა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ.

მშენებლობის გეგმა და ბიუჯეტი

ისევე, როგორც ნებისმიერ პროექტში, ამ შემთხვევაშიც ბიუჯეტი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით უნდა განსაზღვროთ და მაქსიმალურად ეცადოთ, არ გადააჭარბოთ მას. მშენებლებთან მოლაპარაკებისას მოითხოვეთ დეტალურად გაგაცნონ რა სამუშაოს შესრულებას რა დრო და ფინანსები დასჭირდება. უნდა ელოდოთ, რომ საბოლოოდ სხვა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, ამიტომ აუცილებლად გამოყავით რესურსები გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.

მიწის ნაკვეთი

გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს განსაზღვრავს მშენებლობაში. თუ ქალაქის ცენტრთან ახლოს გსურთ კერძო სახლი, სიმყუდროვესა და პირად სივრცეზე შეიძლება უარის თქმა მოგიწიოთ. ქალაქიდან მოშორებით ცხოვრებასაც თავისი სირთულეები აქვს – მაგალითად, კომუნიკაციების არარსებობა და შორი მანძილი.

იფიქრეთ იმაზეც, თუ როგორი იქნება თქვენი შემოგარენი 5, 10, 15 წლის შემდეგ. დღეს წყნარი და მშვიდი უბანი გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება კორპუსებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილად იქცეს.

არქიტექტურა / პროექტირება

ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახალისო, თუმცა რთული ეტაპია. კარგად შეისწავლეთ თქვენი არქიტექტორების წინა პროექტები, მათი გამოცდილება და რეკომენდაციები. მოითხოვეთ დროში გაწერილი გეგმა და ინფორმაციის რეგულარული განახლება. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი თავიც და ზედმეტად არ ჩაერიოთ პროფესიონალების საქმეში.

მშენებლობის პროცესი და წვრილმანები

საქართველოში ბევრი კერძო მშენებელი და კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. აქაც აუცილებელია სიფრთხილე – პროფესიონალის პოვნა არც თუ ისე მარტივია. ნუ ანდობთ მნიშვნელოვან საქმეებს ახლობლებსა და ნათესავებს, თუმცა მოუსმინეთ მათ რეკომენდაციებს, თუ უკვე აქვთ კერძო სახლის აშენების გამოცდილება.

შეგიძლიათ დაიქირაოთ ერთი კომპანია, რომელიც მშენებლობის ყველა ეტაპს გაუმკლავდება ან თითოეული საქმისთვის სხვადასხვა გუნდს/ხელოსანს მიმართოთ. ორივე მიდგომას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

უმნიშვნელოვანესია სამშენებლო ბლოკი იყოს უმაღლესი ხარისხის ! ლეგიში შეგიძლიათ შეიძინოთ ევროსტანდარტის შესაბამისი სიმტკიცის, ზუსტი ზომებისა და საუკეთესო ხარისხის სამშენებლო ბოლკები, რომელიც შეგიქმნით მშვიდი ცხოვრების საფუძველს.

ღობე და ეზო 

კერძო სახლის მთავარი ხიბლი – ეზოა. დაფიქრდით, როგორ აპირებთ მის გამოყენებას, აპირებთ თუ არა ბავშვების ან შინაური ცხოველების ყოლას, ხშირ სტუმრიანობას, წვეულებების გამართვას. ეზო ყველა მოთხოვნას უნდა პასუხობდეს და თან ჰარმონიულად ერწყმოდეს მთლიან პროექტს. ჩვენ გირჩევთ ეზო ეკოლოგიურად უსაფრთხო , ფერადი ფილებით მოაპირკეთოთ რომელიც როგორც ევროსტანდარტების ასევე თანამედროვე ტენდენციების მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს. ღობე კი თქვენი პირადი სივრცისა და უსაფრთხოების დაცვისთვის გჭირდებათ.

შეგიძლიათ მოაპირკეთოთ თქვენი ეზოს ღობე, საფასადე ფერადი ბლოკის დახმარებით და გაიხალისოთ ცხოვრება! თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თანამედროვე ლანდშაფტისა და გარემოს დეკორატიული იდეებით – მაშინ “საფასადე ბლოკი” სწორედ თქვენთვისაა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თანამედროვე ექსტერიერი და ზაფხულის ცხელი დღეები გაატაროთ კომფორტულად, ტრენდულ ეზოში.

ლეგიში სამშენებლო ბლოკები, ექსტერიერის მოსაპირკეთებელი ფილები , ბორდიურები, საფასადე ბლოკებისა და დიზაინის სხვადასხვა ელემენტების მრავალფეროვანი არჩევანია, რათა მარტივად შეძლოთ ააშენოთ და მოაპირკეთოთ საოცნებო სახლი და ეზო ისე, რომ არ დაგჭირდეთ სხვადასხვა საწარმოებში და სავაჭრო მოლებში ძიება მასალისა.

შიდა რემონტი

კარგი რემონტი თქვენს ახლანდელ საჭიროებებსაც ერგება და არც დროსთან ერთად კარგავს აქტუალობას. აქაც, აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა და ფინანსების ნაკლებად მნიშვნელოვან ასპექტებში დაზოგვა.