ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტერიერი ჩვენი ფილებით გალამაზდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტერიერი ჩვენი ფილებით გალამაზდა. მოპირკეთებითი სამუშაოები შეასრულა შპს “ლეგიონმა”.

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდა სადემოტაჟო სამუშაოები მოხდა არსებული ფილებისა და ბორდიურების დემონტაჟი. მოიხსნა არსებული გრუნტი. 

5650 კვადრატზე ახალი ინერტული მასალით განხორციელდა მოპირკეთებითი სამუშაოების პირველი ეტაპი , ასევე დამონტაჟდა ბეტონის ტროტუარის ბორდიური 8*20. რის შემდეგაც დაიწყო ფილების სამონტაჟო სამუშაოები.

დაგების პროცესში საგებ ფენად გამოყენებულ იქნა ქვიშა ფრაქციით 0,5, რაზეც დაიგო ლეგის ფილა უნი კვადრატი და ტალღა. მოწყობილ ტერიტორიაზე განთავსდა სხვადასხვა ზომისა და ფორმის სკამები და სანაგვე ურნები. ასევე მოეწყო გაზონი. მოპირკეთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას სწავლის პროცესს არ შექმნია შეფერხება , უნივერსიტეტის ეზოს მოპირკეთებითი სამუშაოები დასრულდა სამ თვეში.