შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 8 ოქტომბერი, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღე. 

სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით, კომპანია ლეგის ქობულეთის ფილიალში  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრას კომპანიის თანამშრომლები დაესწრნენ. 

პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და მხარდაჭერის საკითხებს. 

ჩვენი კომპანიის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის.  

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმები, შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენციის, შრომითი ტრეფიკინგის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები. 

ტრენინგი იყო მრავლისმოცველი და საინტერესო.  

შრომის ინსპექციის სამსახურს მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის და ვუსურვებთ წარმატებას!