ტექნიკური პარამეტრები
- ყინვაგამძლე
- წყალშთანთქმა
- შეკეთების შესაძლებლობა
- მოცურების საწინააღმდეგო
- ეკოლოგიური
- 6 სმ - მსუბუქი ტრანსპორტისთვის
- 4 სმ - ქვეითთა ბილიკისთვის
თბილისის საწარმო
სისქე სმ | რაოდენობა ფენაში მ² | რაოდენობა შეკვრაში მ² | წონა 1მ² კგ | შეკვრის წონა კგ |
---|---|---|---|---|
4 | 1.08 | 17.28 | 87 | 1503 |
6 | 1.08 | 12.96 | 125 | 1620 |
ქობულეთის საწარმო
სისქე სმ | რაოდენობა ფენაში მ² | რაოდენობა შეკვრაში მ² | წონა 1მ² კგ | შეკვრის წონა კგ |
---|---|---|---|---|
4 | 1.2 | 18 | 87 | 1566 |
6 | 1.2 | 12 | 130 | 1560 |
მოსაპირკეთებელი ფილების უნივერსალური ფორმით გამორჩეული “აგური” შესაფერისია მრავალი ორიგინალური ნიმუშის შესაქმნელად. ერთი შეხედვით ნაცნობი და მარტივი “მართკუთხედი” ხშირად ხდება დიზაინერების უსაზღვრო ფანტაზიის საფუძველი.
რამდენიმე ნათელი აქცენტი ან კონტრასტული კომბინაცია, თამამი კომპოზიციური გადაწყვეტილებები – ფილა აგურით, ქმნის ექსტერიერის თანამედროვე ჟღერადობას.
ამ მოსაპირკეთებელი ქვით მოპირკეთებული ადგილები დახვეწილი და ელეგანტურია.
ფილა აგური აძლევს სიკაშკაშეს და სისუფთავეს ქალაქის გამზირებს, პარკებს, ბაღის ბილიკებს, სავაჭრო კომპლექსების ეზოებს.
“აგური” მოსაპირკეთებელად მარტივი კონფიგურაციის , ლაკონურობის, კლასიკური – მკაცრი დიზაინის გამო, ხშირად ხდება მომხმარებლების ფავორიტი ფილა.
ბათუმის ტროტუარების უმრავლესობა, სწორედ ლეგის ფილა აგურით არის მოპირკეთებული, რითაც ჩვენი გუნდი ამაყობს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქალაქის ექსტერიერის გაფერადებასა და გალამაზებაში.
ჩვენ გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ მოსაპირკეთებელ სქემებს. კონტრასტული ფერების და ასიმეტრიული განლაგების ვარიანტების გამოყენებით, ერთი შეხედვით უკვე კარგად ნაცნობი ფილა აგური, საშუალებას მოგცემთ შექმნათ სრულიად ახალი ლანდშაპტური დიზაინი.
თუ გსურთ ერთ სივრცეში, ერთი სახეობის ფილით: კლასიკის, ისტორიისა და თანამედროვეობის ტანდემი შექმნათ მაშინ არჩევანი უნდა შეაჩეროთ ფილა აგურზე.