5 წლიანი გარანტია ვიბროდაწნეხილ ფილაზე!

უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ლეგის ლაბორატორიაში იქმნება და ყოველდღიურ შემოწმებას გადის ლეგის წარმოებული პროდუქცია. “ჩვენ ვქმნით” ხარისხს და გავცემთ გარანტიასაც.
კომპანია „ლეგი“ უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და კვალიფიციური კადრებით „ქმნის ხარისხს“. ჩვენ ყველა მომხმარებელს ფილის სიმყარეზე 5 წლიან გარანტიას ვთავაზობთ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შეგიცვლით ფილას, თუ ის არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.
საგარანტიო მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, ლეგი იღებს ვალდებულებას მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვალოს ფილა. პროდუქციაზე საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება შემდეგ პირობებში, თუ:

  1. ამოიწურა საგარანტიო ვადა;
  2. გრუნტის ჩაწოლა, ამობურცვა ან გაბზარვა;
  3. ფილის დაგების ინსტრუქციის და ტექნოლოგიის დარღვევა;
  4. ნაკეთობების არასწორი დამუშევება და გაწმენა აგრესიული ქიმიური საშუალებებით;
  5. ბეტონის ნაკეთობების არასწორი ექსპლუატაცია და დასაშვები წონითი დატვირთვის გადაჭარბება;
  6. ზამთრის პერიოდში არასწორი წმენდა, რკინის ჩოთქით, საფხეკით და ა.შ.;
  7. არ გამოყენება დანიშნულების მიხედვით;
  8. საგრუნტო წყლებით დატბორვა;
  9. ინსტრუქციის დარღვევა;
  10. სტანდარტის მიხედვით ფერთან დაკავშირებული საკითხები და ეგრეთწოდებული (მარილები) არ ითვლება წუნდებულად, შესაბამისად გარანტია არ ვრცელდება;