3 D ექსტერიერი ბათუმის ქართულ ამერიკულ სკოლაში

“სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.
ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,
ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების”!

დავით გურამიშვილის ლექსიდან “სწავლა მოსწავლეთა”  ზემოთ ხსენებული სტროფები ყველა ქართველმა ზეპირად ვიცით. ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულ და უმთავრეს ღირებულებას სწავლა-განათლება წარმოადგენს. ჩვენი თაობა უკვე ყველაფერს აკეთებს შვილებს მაქსიმალურად უსაფრთხო, ფერადი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო შეუქმნან სწავლისთვის. ბათუმის ქართულ ამერიკული სკოლაც ერთ – ერთი მათგანია. ჩვენ მოხარული ვართ რომ სწორედ ლეგის ექსტერიერის მოსაპირკეთებელი ფილებით არის გალამაზებული სკოლის ეზო.

სწორედ ფილა რომბი ქმნის ბათუმის ქართულ ამერიკულ სკოლაში ფერად ეკოლოგიურად სუფთა, მხიარულ და უსაფრთხო გარემოს, მოსწავლეებისთვის!

რა დროც არ უნდა იყოს ყოველთვის მოდაშია, ფილა რომბი. სწორედ ამ ფილით მარტივად იქმნება; ორიგინალური, ოპტიკური, 3D (ტრიდე) ეფექტი, რომლის წყალობითაც გამოსახული ფიგურები გამოიყურება მოცულობითად. იმისთვის რომ მივიღოთ სამ განზომილებიანი ეფექტი ამ ფილას დამატებითი პროდუქციის ჩართვა არ სჭირდება, მხოლოდ ფერის ვარიაციების გამოყენებით, შეგიძლიათ მიაღწიოთ სივრცის საინტერესო და მოულოდნელ აღქმას.

სამ განზომილებიანი 3D ეფექტების პოტენციალი, რომ წარმოჩნდეს კარგად, მიზანშეწონილია მოსაპირკეთებელი ტერიტორია იყოს დიდი.

ვიბროდაწნეხილი ფილა, გვაძლევს შესაძლებლობას ფანტაზიას არ მივცეთ საზღვარი და შევქმნათ ისეთი მრავალფეროვანი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ეზო, რომ მისი დატოვება ბავშვებს არასდროს უნდებოდეთ.

თუ კი შენ ხარ მზად გქონდეს ყველაზე ლამაზი ექსტერიერი, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი. ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და ენთუზიაზმი, არის საიმედო გზამკვლევი ულამაზესი ექსტერიერის შექმნის გზაზე, რომელიც საუკეთესოდ ასახავს თქვენს ესთეტიკურ და სამომხმარებლო მოთხოვნებს.