როგორ შევქმნათ სრულყოფილი გარე სივრცე

ჩვენი ლანდშაფტის დიზაინერი ლევან ლომჯარია მოგვიყვება თუ როგორ შეიძლება შევქმნათ იდეალური გარე სივრცე !

როგორ შევქმნათ სრულყოფილი გარე სივრცე

ქართველებს ყოველთვის გვიყვარდა მოდის ტენდენციების გაცნობა და შესაბამის სტილში შემოსვა , ასევე სახლ კარის მოწყობა. მე-19-ე საუკუნეში ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილ “კაცია ადამიანში” ვკითხულობთ როგორ დეტალურად აღწერს ავტორი ჭიშკრიდან (ეზოს შესასვლელიდან) დაწყებული თითოეულ დეტალს ეზოსა და სახლის , რაც ერთ -ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ ქართველები ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდით, როგორც ექსტერიერის ასევე ინტერიერის მოწყობას. სახლი ეზოდან იწყება, სწორედ ამიტომ ჩვენი მოსახლეობა ცდილობს მაქსიმალურად კომფორტულად და ლამაზად მოაწყოს ეზო . ჩვენ ხომ სტუმართ მოყვარხე ხალხი ვართ , გვიყვარს როცა საკუთარ ლამაზ კარ მიდამოში ვმასპინძლობთ სტუმრებს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ თანამედროვე მოდის ტენდენციები და ასევე შევიტანოთ დიზაინში ქართული ელემენტებიც.

ტექნოლოგიებმაც შეუწყო ხელი მომხმარებელს არ ჩამორჩეს დროს , ინტერნეტის მეშვეობით მრავალ სიახლეს ეცნობიან დიზაინში შემდეგ კი უშუალოდ ჩვენი ლანშაფტის დიზაინერების დახმარებით ერთობლივად იქმნება საუკეთესო გარემო ექსტერიერში.

დღეს უკვე კომპიუტერული პროგრამების დახმარებით , შეგვიძლია ჩვენი ფანტაზია ჯერ  3D- ში შევქმნათ და გავაცოცხლოთ, ხოლო  შემდეგ ჩვენს ეზოში რეალობად ვაქციოთ.

როგორ შევქმნათ სრულყოფილი გარე სივრცე

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე ეზოს შესაქმნელად საჭიროა; ვიბროდაწნეხილი ფილები, დეკორატიული ბორდიურები, გარე ავეჯი, გამწვანება, განათება , წყალი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და მარჯვე ხელები.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ; როგორ შევქმნათ ულამაზესი ღია სივრცე, მიუხედავად იმისა ჩვენი ეზო დიდია თუ პატარა, არაფერი შეედრება გარე მოსასვენებელ სივრცეს. იდეალური გარე სივრცის შექმნა – ეს ნამდვილად ხელოვნებაა! ამისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ გეგმარება. სწორად შერჩეული მოსაპირკეთებელი მასალები და გარე ავეჯი თქვენ მოგცემთ საშუალებას ეზო გადააქციოთ, თქვენი სახლის ორგანულ გაგრძელებლად – ერთ მთლიან ორგანიზმად.

უპირველეს ყოვლისა გადაწყვიტეთ როგორ გამოიყენებთ სივრცეს !

სანამ დაიწყებდეთ პროექტირებას აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ რა დანიშნულებისთვის გსურთ გარე სივრცის გამოყენება.

უმეტეს შემთხვევაში ეს გადაწყვეტა დამოკიდებულია პარამეტრებზე: თუ გაქვთ დიდი ეზო აუზით, თქვენ შეგიძლიათ ის გარდაქმნათ მრავალფუნქციურ სივრცედ. ღია სივრცეები უმეტესად გამოიყენება სტუმრების მისაღებად, მზის აბაზანების მისაღებად, სადილის და ვახშმის სივრცედ ან ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ერთად. იფიქრეთ ზუსტად რისთვის გსურთ ეზოს გამოყენება სანამ ავეჯსა და აქსესუარებს შეიძენთ.

 

 

იფიქრეთ ესთეტიკაზე

როგორ შევქმნათ სრულყოფილი გარე სივრცე

შემდეგი ნაბიჯი, დიზაინერული პროექტის მომზადების დროს არის გადაწყვეტა თუ როგორი იქნება ერთიანი ლანდშაფტი. ღია სივრცე ისე უნდა იყოს წარმოდგენილი თითქოს აგრძელებს თქვენი სახლის ინტერიერს. არ არის აუცილებელი იყოს იდენტური თქვენი სახლის ინტერიერის თუმცა ერთიან სახეს და დიზაინს უნდა იმეორებდეს. 

მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვიტეთ თქვენი სახლის დიზაინი ძველებურ სტილში, სავარაუდოდ არ მოგეწონებათ თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი თქვენი პატიო. როდესაც გახვალთ თქვენს ეზოში და შეგრძნება გიჩნდებათ თითქოს სხვის ეზოში ხართ.

დაიწყეთ გეგმარებაზე ფიქრი

როგორ შევქმნათ სრულყოფილი გარე სივრცე

თუ თქვენ უკვე გაქვთ ან გეგმავთ დეკორის ელემენტების შეძენას, მაინც შეგიძლიათ საწყის ეტაპზე დააგეგმაროთ სივრცე. იმის ცოდნა თუ რამდენის დაგეგმარების საშუალება გაქვთ, დაგეხმარებათ დარწმუნდეთ იმაში რომ თქვენ ყიდულობთ ავეჯს, აქსესუარებს და სხვადასხვა დეტალებს რომელიც თქვენი დიზაინისთვის იქნება.

თუ თქვენ აპირებთ სტუმრების მისაღები სივრცის მოწყობას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

იფიქრეთ როგორ უნდა გადაადგილდეთ ამ სივრცეში, ასევე როგორ ივლიან სტუმრები ბარბექიუს ზონიდან სასადილო ზონამდე და პირიქით. უნდა შეიქმნას და დაგეგმარდეს მოძრაობის ნახაზი, რომ კომფორტული იყოს ზონებს შორის გადაადგილება და ერთი მეორეს არ შეეშალოს ხელი.

საერთო ხედი

რისი დანახვა გსურთ ? თუ თქვენ გაქვთ ღია აუზი ან შესანიშნავი ხედი, სავარაუდოდ მოგინდებათ მისით დატკბეთ, შესაბამისად ისე უნდა განაწილდეს ეზოს ავეჯი რომ მიმართული იყოს ხედისკენ. თუ თქვენ გაქვთ ბუხარი მის ირგვლივ აუცილებელია იყოს დასაჯდომი ადგილები რომ დატკბეთ ხედით.

თუ არ გაქვთ მსგავსი ტიპის ვიზუალურად აღსაქმელი დეტალები, შეიძლება მისი ხელოვნურად შექმნა, რომ ფოკუსირება მოხდეს მასზე. მაგალითად: საყვავილეები, ბუხრის მაგიდა, საზაფხულო სამზარეულო და სხვა დეტალი.

საჭმლის მომზადება: თუ თქვენ გაქვთ ზონა, სადაც შეიძლება მოამზადოთ საჭმელი სუფთა ჰაერზე , მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი გზა ამ სივრციდან შიდა სამზარეულომდე. ვინაიდან მოგიწევთ ჭურჭლის და სხვადასხვა აქსესუარების სამზარეულოდან გამოტანა და უკან წაღება. 

ჩვენი რეკომენდაციაა აუცილებლად მოხდეს სახლის ფასადისა და ეზოს ერთად დაგეგმარება იმისთვის, რომ მივიღოთ მაქსიმალურად კარგი ვიზუალური შედეგი.

აქვე მინდა აღვნიშნო 2023 წლის ლანდშაფტის დიზაინის ტენდენციებიც . წელს ეკო სკანდინავიური სტილია მოდური. მოსაპირკეთებელი მასალების არჩევის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ მომრგვალებულ ფორმებს, სისადავეს, მინიმალიზმს, ბუნებრიობასა და ეკოლოგიურობას.

ასევე დიზაინერები გვირჩევენ მხოლოდ ტენდენციების გათვალისწინებით ნუ მოვაპირეკეთებთ გარემოს, არამედ გავითვალისწინოთ ჩვენი გარემო და შევარჩიოთ მისთვის შესაფერისი მოსაპირკეთებელი მასალები.

განვმეორდები , ნამდვილად არაფერი შეედრება გარე მოსასვენებელ სივრცეს. იდეალური გარე სივრცის შექმნა – ეს ნამდვილად ხელოვნებაა !